შსს-მ 131 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1958 წელს დაბადებული აკაკი ც. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, 131 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ოდესაში…
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი მოინახულეს