შსს-მ ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1969 წელს დაბადებული ემზარ ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 2,5726 გრ ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 0,4755 გრ კოკაინი და 0,4583 გრ ჰეროინი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს მეტადონისა და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს