შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გურამ ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლოს მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ორი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი თურქ ინვესტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაშსს ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებაზე გამოძიებას აწარმოებს