შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ლუკა თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, “მაკაროვის” სისტემის 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგლობალურმა პროექტმა “მომავლის ქალაქი” სტარტი აიღო
შემდეგი სტატია„იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება და სტიგმა“