შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გიორგი ფ. თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3931 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას”