შსს-მ უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს
მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი ზ. ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1976 წელს დაბადებული ზურაბ ა.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით
დააკავეს.

სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, გიორგი ზ-ს
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ
აღნიშნული იარაღი ზურაბ ა-მ გიორგი ზ-ს შესანახად გადასცა. ორივე
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გიორგი ზ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო ზურაბ ა-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუსა და წალენჯიხის გაზიფიცირების საკითხი – რას პასუხობს სამინისტრო 4500 ხელმოწერას
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო