შსს-მ სასტუმროს ნომრიდან ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ბენიამინ ა. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, 1,3492 გრ ჰეროინი და 0,0507 გრ ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმეზე პირველ კომენტარის აკეთებს
შემდეგი სტატიაახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება