შსს-მ რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, თბილისში მცხოვრები გაიან გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 0,028 გრამი ჰეროინი უკანონოდ გაასაღა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : სოფელი არის წყლის გარეშე და ეს არის უზარმაზარი პრობლემა
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: “რესპუბლიკური პარტია” 2016 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს