შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული დაჩი კ. ქურდობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში, ნანული ძ-ს საცხოვრებელი სახლიდან 200 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტში 1200 ლარად ჩააბარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაჩი კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმში ჩინეთის 200 ბიზნესმენი მონაწილეობს
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორს ხვდება