შსს-მ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი120 აბი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი „სუდაფედი“ ამოიღო.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ოსმან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღეს მიენიჭება
შემდეგი სტატიაკახეთში თბილისიდან დამატებით 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა