შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

1986 წელს დაბადებული ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი 400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაგარემოს დაბინძურებისთვის ახალი „ჯარიმები“ ამოქმედდა?