შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. როგორც “თაიმერს” შსს-დან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ელმირა ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7,7707 გრ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ქსოვრისში ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: გიორგი ქადაგიძემ ნოდარ ჯავახიშვილთან და ნოდარ ხადურთან დადებული შეთანხმება დაარღვია