შსს-მ ზუგდიდში მომხდარი სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის
რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში
ავტომანქანით გზა გადაუღობა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც
სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია
აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ-ს დედას – გული მ-ს
ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვალერ ბ.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მორიგი სენსაციური განცხადება
შემდეგი სტატიანიკა გილაურის 2008 წლის შემოსავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის – რეკორდულია