შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების დროს დადგინდა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მ.ა-მ მოიპარა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა, ეს რა არის, რას ჭამთო