შსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მეათე განყოფილების თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ლევან ყ. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, სამსახურებრივი შემოვლის დროს შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკში შეფუთული იარაღი ეჭირა. პოლიციელების დანახვისას მამაკაცმა პარკი მიწაზე დააგდო და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი რამდენიმე მეტრში დააკავეს.

პოლიციამ პოლიეთილენის პარკის დათვალიერებისას გლუვლულიანი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 166 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 422 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, 1 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, „კარაბინის“ ტიპის 1 შაშხანა, 2 სანადირო თოფი, 400 გრ ტროტილი, 784,4 გრ დენთი, „ჯე-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშითბილისობასთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები წესდება
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას