შსს-მ დეპუტატ გიორგი კანდელაკის მანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 ივნისს დღის საათებში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი “ნისანის” მარკის ავტომობილის სალონიდან “ეფლის” ფირმის პორტატული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაში„სადაც არ არის არჩევანი, იქ არ არსებობს თავისუფლება“- გიორგი მარგველაშვილის საჯარო ლექცია ჯიპაში და ტრადიციული „სელფები“ ქვეყნის პირველ პირთან (ფოტოები)
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი