შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 147 აბი ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1960 წელს დაბადებული მიხეილ ბ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 147 აბი ამოიღეს. ბრალდებულმა აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება პარიზში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს, ოპიუმის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ახლა „პანორამა თბილისის“ საკითხის წამოწევა, თანაც ასეთი სიმწვავით, ჩემთვის გაუგებარია“
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სკოლის დირექტორი დააკავეს