შსს მინისტრი პოლიციელის მკველობაში ეჭვმიტანილს მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციელის მკველობაში ეჭვმიტანილს შალვა აბულაძეს მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ქაშუეთის ტაძარში განაცხადა, სადაც მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გომელუარის განცხადებით, მიმდინარეობს შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია და იმედს გამოთქვამს, რომ მისი დაკავება მალე მოხდება.

“ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს ადამიანი იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი და მე მინდა ყველა იმ მოქალაქეს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გაიზიარა ჩვენი გულისტკივილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმ ადამიანის დასაკავებლად და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, გამოცხადდეს, ჩაბარდეს პოლიციას და კანონის ფარგლებში მოხდება მისი გასამართლება”,-განაცხადა გომელაურმა

შეგახსენებთ, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს, აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილი კი მკურნალობის კურსს გადის

banner
წინა სტატიაში„დიდი ტრაგედიაა როდესაც პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება”
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე – ვინც ქართველ სამხედროებსა და პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება