შსს მინისტრი მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსთავის შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და სააგენტოს განვითარების გეგმა წარუდგინა.

„მიმაჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ იყოს ფლაგმანი სახელმწიფო სერვისების სფეროში. სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, რაც მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ გილმორმა “უკრაინის რევოლუციის ჰიმნი” იმღერა
შემდეგი სტატიახადური აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს