შსს მეხანძრეების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე, სამსახურიდან დაითხოვეს. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტზე გამოვლენილი არიან: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები.

სამაშველო სამსახურის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გუშინ გამართეს. მათი მტკიცებით, თანამშრომლების ნაწილი არასრული განათლების ან ნასამართლეობის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

როგორც მაშველები განმარტავენ, მათ განცხადებები მერიაში დააწერინეს და პირობა მისცეს, რომ სამსახურის შსს-ზე დაქვემდებარების შემდეგ აღადგენდნენ, რაც შემდგომში არ გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დროულად დასახელებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაწითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოში ჩამოიყვანეს