შსს ინტერპოლის ბაზაში მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემების გადამოწმებას შეძლებს

ძებნაზე გადაცემული მანქანების ინტერპოლის ბაზაში გადამოწმება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იქნება შესაძლებელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაზე წვდომის უფლება მიეცათ.
საპატრულო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, მანქანების მონაცემებს საზღვრის კვეთისას, ავტომატურ რეჟიმში შეამოწმებენ ინტერპოლის ბაზაში. ბაზა ინტერპოლის წევრი ქვეყნების მონაცემები ყოველდღიურად ივსება. დღეისთვის მასში 7 მილიონამდე მანქანის მონაცემებია შეტანილი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენას მიესალმება