შსს ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებაზე გამოძიებას აწარმოებს

ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია),”-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება