შოთა არველაძის დარჩენა ,,ტრაბზონსფორში,, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

,,ტრაბზონსფორმა,, შოთა არველაძე დაითხოვა...

შოთა არველაძის ,,ტრაბზონსფორი,, თურქეთის სუპერლიგის საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ უკვე მეოთხე მატჩს აგებს…

ორშაბათს საღამოს თურქეთის სუპერლიგის მერვე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, სადაც გათამაშების აუტსაიდერმა მერსინის ,,იდმანიურდუმ,, შინ ,,ტრაბზონსფორი,, მიიღო და თამაში ანგარიშით 3:2 მოიგო. ეს დამარცხება ზედიზედ მეოთხე აღმოჩდა ,,ტრაბზონსპორისთვის,, რომელმაც სეზონი ახალი მწვრთნელით, შოთა არველაძით, საოკმაოდ წარმატებულად დაიწყო… გუნდს პირველი 4 ტურის შემდეგ  3 მოგება და 1 ფრე ჰქონდა ნათამაშები და გათამაშების ცხრილს, ,,ფენერბაჰჩესთან,, ერთად, სათავეში ედგა.

აღსანიშნავია, რომ წაგებული ბოლო 4 მატჩიდან, ,,ტრაბზონსფორმა,, – 3 თამაში საკმაოდ სუსტ გუნდებთან,  მერსინის ,,იდმანიურდუ,, ქონიას ,,ტორკუსფორი,,  და ანკარის ,,ოსმანლისფორთან,, დათმო… ხოლო 1 თამაში, თურქეთის შარშანდელ ჩემპიონთან ,,გალათასარაისთან,, საკუთარ მოედანზე წააგო.

,,ტრაბზონსფორმა,, ბოლო 4 ტურში წაგებული მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის პოზიციები დათმო და ამჟამად 8 თამაშიდან 10 ქულით, მე-11-ე ადგილზე იმყოფება, რაც ამ კლუბის მრავალრიცხოვან და აგრესიულ გულშემატკივრებს საგანგაშოდ ეჩვენებათ… სოციალურ ქსელებში და თურქულ მედიაში გავრცელებული კომენტარებით,  მიმომხილველები და კლუბის გულშემატკივრები ,,ტრაბზონსფორის,, წარუმატებელ სერიის მიზეზებს შორის ქართველი მწვრთნელის არადამაკმაყოფილებელ მუშაობასაც ასახელებენ… ბევრი მათგანი კი, მიუხედავად შოთა არველაძის  უდიდესი ავტორიტეტისა და დამსახურებისა ამ კლუბის წინაშე, ქართველი მწვრთნელის გაშვებას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაბზონი თურქეთის უდიდესი ქალაქების ათეულშიც არ შედის, საფეხბურთო კლუბი ,,ტრაბზონსფორი,, თავისი მიღწევებით, ფინანსური თუ გულშემატკივართა რესურსებით, თურქეთის საუკეთესო საფეხბურთო კლუბების ოთხეულშია, ,,გალათასარაის,, ,,ფენერბაჰჩეს,, და ,,ბეშიქთაშის,, შემდეგ… ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობა და მისი მრავალრიცხოვანი ფანები, ჩემპიონატში კლუბს მუდმივად საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას უსახავენ მიზნად და ამ მიზნიდან გადახვევას არავის პატიობენ.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარის აჭედვა საჯარო მოხელეების ორგანიზებით [Video]
შემდეგი სტატიაგალში რუსულის არმცოდნე ბავშვებს რუსულად სწავლას აიძულებენ… (VIDEO)