შოთა არველაძემ რომან ფიფია ჟურნალისტებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ ჟურნალისტებს იმის შესახებ ესაუბრებოდა, რომ არველაძეს დელეგატები ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და მათგან ამ საკითხით დაინტერესებას ითხოვდა.

კომენტარის მიცემის დროს ფიფიას შეეპასუხა შოთა არველაძე. ფეხბურთელმა ის ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და იმ ოთახშიც შეიყვანა, სადაც არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები იმყოფებიან.

არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიიორდანიის დეპუტატის ვაჟმა ტერაქტი განახორციელა
შემდეგი სტატიაბრიტანეთი: რუსეთი ასადის ოპოზიციას ბომბავს