შირაქში 30 ჰექტარზე მეტი ხორბლის ყანა დაიწვა

შირაქში 30 ჰექტარზე მეტი ხორბლის ყანა დაიწვა
ტერიტორიაზე, სადაც ხორბალი ჯერ აღებული არ იყო, ცეცხლი გაჩნდა. შპს “მექანიზატორის” სერვისცენტრის უფროსის, დავით გონაშვილის განცხადებით, ცეცხლი ტექნიკას გაუჩნდა, საიდანაც ყანას გადაედო.

შემთხვევის ადგილზე, დედოფლისწყაროსა და მიმდებარე რაიონებიდან, 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გავრცელების საშიშროებას სპეციალისტები ამ ეტაპზე გამორიცხავენ, თუმცა, პრევეენციისთვის მიმდებარე ნაკვეთებს შესაბამისი ტექნიკით ხნავენ.

banner
წინა სტატიაშიფიფა ახალ პრეზიდენტს 2016 წელს აირჩევს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს