შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

გურჯაანში მევენახეების დაკავებაზე შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს 4 დაკავებულიდან 2 ნასვამ მდგომარეობაში იყო.

„გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, სამართალდამცველებმა აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია–თუ სადმე შევხვდებით გლეხებს, რომლებსაც ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ბუნებრივია გავესაუბრებით
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას შეხვდება