შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა. საპატრულო პოლიცია ასევე გაცნობებთ, რომ “დარიალი”-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უგზოობის გამო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის.

ასევე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სასომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სამებამდე”.

აგრეთვე აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით.

ორივე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში გარდაცვლილი ქართველი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ელექტრონული ვიზების შემოღებას გეგმავს