შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. მათ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრეს.

“მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების უწყების ორად გაყოფის შესახებ. ვფიქრობ, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას. დიდი სურვილი გვაქვს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს,” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული დააკავეს
შემდეგი სტატიაქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა