შვეიცარიაში არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ ლიდერებმა გაიმარჯვეს

შვეიცარიაში არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ ლიდერებმა გაიმარჯვეს

შვეიცარიაში არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ ლიდერებმა გაიმარჯვესშვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებზე 28%-ით ნაციონალ-კონსერვატიული სახალხო პარტია ლიდერობს. უკანასკნელი მონაცემებით, ის 200 ადგილიდან 65-ს აიღებს ეროვნულ საბჭოში. ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს. ამდაგვარად, პარტიას 2007 წელთან შედარებით სამი ადგილით მეტი ექნება.

არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის ინიციატივით და მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის. მას ხმა ამომრჩევლების 18%-მა მისცა.
მესამე ადგილზე ლიბერალები გავიდნენ და მათი შედეგია 16%.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სავარაუდოდ, ოთხი წამყვანი პარტიის კოალიციაა მოსალოდნელი. კოალიციის გამოცდილება შვეიცარიის პარლამენტს 1950 წლიდან აქვს.
მოქალაქეებმა მიმდინარე არჩევნებზე ეროვნული საბჭოს 200 დეპუტატი და კანტონების 46 წევრი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშისპილბერგის კოლეგის შვილი ტერორისტი გახდა
შემდეგი სტატიაჟენევაში არაფორმალურ გარემოში ქართული დელეგაცია უკრაინულ დელეგაციას შეხვდა