შვეიცარიამ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

შვეიცარიამ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

შვეიცარიამ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადაშვეიცარია სამართალდარღვევას ვერ ხედავს იმაში, რომ მათი ავიაგამანადგურებელი რუსულ თვითმფრინავს მიუახლოვდა, რომელსაც დიპომატები გადაყავდა შვეიცარიაში.
“ეს საკონტროლო პროცედურა იყო და ჩვენ მას რეგულარურად ვანხორციელებთ. ვაპირებთ რუსეთს ნოტა გავუგზავნოთ და ჩვენი პროცედურები ავუხსნათ” – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟან-მარკ კრევუაზიემ. მისივე თქმით, უწყება შვეიცარიაში რუსეთის ელჩს უკვე დაეკონტაქტა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საქმე ეხება გუშინ მომხდარ ინციდენტს, როცა რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც დიპლომატები გადაყავდა, საავარიოდ მიუახლოვდა სხვა ქვეყნის თვითმფრინავი. გუშინვე რუსეთის მხარემ საფრანგეთს პრეტენზია გამოუცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავი შვეიცარიას ეკუთვნოდა.

banner
წინა სტატიაში,,დიდი ალბათობით ტერმინი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება პოპულარული ქართველ ამომრჩეველში”
შემდეგი სტატიაგაეროს მცდელობა ნარკოტიკების ლეგალიზება მოეხდინა, ჩავარდა