შვედმა ბრეივიკს 150 სასიყვარულო წერილი გაუგზავნა

ნორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, რომელიც 77 ადამიანის მკვლელობისთვის სასჯელს იხდის, თაყვანისმცემლისგან 150 სასიყვარულო წერილი მიიღო. როგორც The Daily Mail წერს, წერილები 20 წლის შვედეთის მოქლაქემ დაწერა, რომლის სახლიც ვიქტორიაა. ახალგაზრდა ქალბატონმა აღიარა, რომ “მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია”.

“მე მასზე ვზრუნავ, ის ახლა ცუდ მდგომარეობაშია” – განაცხადა ვიქტორიამ. თაყვანისმცემელი ცდილობს ტერორისტს პირობები შეუმსუბუქონ – უკანასკნელი ოთხი წელი მან მკაცრ იზოლაციაში გაატარა. მრავალი წერილის მიუხედავად, ვიქტორიას და ანდერსს ერთმანეთი არ უნახავთ – ეს ციხის კანონებით აკრძალულია.
ვიქტორია ტერორისტს მცირეოდენ საჩუქრებსაც უგზავნის, მაგალითად, მუქი-ნაცრისფერი ჰალსტუხი, რომელიც მას ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ეკეთა. ვიქტორია ფიქრობს, რომ ბრეივიკს მორალურ მხარდაჭერა სჭირდება. ტერორისტმა საპასუხოდ მხოლოდ ორი წერილი გამოაგზავნა. დანარჩენმა წერრილებმა, ციხის ცენზურა ვერ გაიარეს.

თაყვანისმცემელმა თქვა, რომ მათ ერთმანეთი 2007 წელს ინტერნეტით გაიცნეს და მას შემდეგ მისი გრძნობები ბრეივიკის მიმართ უფრო ძლიერი ხდება.

ანდერს ბრეივიკი ნორვეგიელი ტერორისტია, რომელმაც 2011 წელს ორი ტერაქტი მოაწყო და 77 ახალგაზრდა გამოასალმა სიცოცხლეს.

banner
წინა სტატიაში19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა