შვედი პოლიტიკოსი, ტყვიამფრქვევით ლტოლვილების დახოცვისკენ მოუწოდებს…

schmidtშვედეთის მემარჯვენე პარტიის ,,შვედი დემოკრატების,, გავლენიანი წარმომადგენელმა გულინა შმიდტმა, თანამოქალაქეებს, არაბი ლტოლვილების ტყვიამფრქვევით დახვრეტისკენ მოუწოდა…

მაშინ, როცა ევროპელი  პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ტოლერანტულია ევროპას შესეული ლტოლვილების მიმართ, ზოგიერთს მაინც ღალატობს ნერვები…  მაგალითისთვის, შვედმა პოლიტიკოსმა გულინა შმიდტმა, ,,ფეისბუქით,, მოუწოდა ევროპელ თანამოქალაქეებს, რომ ,,ბინძურ და საზიზღარ არაბ ლტოლვილებს ტყვიამფრქვევით დახვდნენ,,

,,დაგვეხმარება მხოლოდ ტყვიამფრქვევი, რომელიც ერესუნის ხიდზე (დანია შვედეთის დამაკავშირებელი ხიდი) უნდა დავდგათ… და ტყვიებით მოვამარაგოთ.,, აცხადებს შმიდტი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიასა და დანია სახელდახელოდ ამცირებენ ლტოლვილებისთვის განკუთვნილ ფულად დახმარებებს და შვედეთიც ასევე უნდა მოიქცეს.

ამ განცხადებას სკანდალი მოჰყვა შვედეთში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა შმიდტისაგან განსხვავებულ აზრზეა… შვედ პოლიტიკოსს საკუთარი თანაპარტიელები გარიცხვით დაემუქრნენ, რის გამოც მან მოხსნა ,,ფეისბუქიდან,, ზემოაღნიშნული განცხადება და შვედურ მედიასთან განაცხადა, რომ ეს ,,დროებითი სიგიჟე,, იყო.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშილატვიის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიადედაო ნონა ამხელს მოძღვრებს მონაზვნების გაუპატიურებაში