შვედეთმა რუსეთის მხრიდან ნატოს საფრთხის გამო პროტესტი გამოხატა

შვედეთმა რუსეთის მხრიდან ნატოს საფრთხის გამო პროტესტი გამოხატა

შვედეთმა რუსეთის მხრიდან ნატოს საფრთხის გამო პროტესტი გამოხატასტოკჰოლმში რუსეთის ელჩი შვეედთის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, რომელიც რუსეთში სამთავრობო კომენტარს ეხაბა, რომლის თანახმადაც, შვედეთი შესაძლოა ნატოში გაწევრიანდეს.

“შვედეთის ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური შედეგები ექნებოდა, რაც რუსეთის მხრიდან აუცილებელ ნაბიჯებს მოითხოვდა” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმონადგენელმა მარია ზახაროვამ.
“ჩვენ ძველებურად განვიხილავთ შვედეთის სხვადასხვა სამხედრო ბლოკებში არ გაერთიანების ვარიანტებს, როგორც ჩრდილოეთ ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს” – თქვა ზახაროვამ სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბარში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრემის სიტყვებით, რუსეთის მთავრობის მსგავსი მუქარები აბსოლუტურად მიუღებელია. “ჩვენ სუვერებული სახელმწიფო ვართ და დამოუკიდებლად ვღებულობთ ქვეყნის პოლიტიკასთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს” – განაცხადა ვალსტრემ.

გუშინ რუსეთის ელჩი სტოკჰოლმში ვიქტორ ტატარინცევი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, თუმცა, შეხვედრის შესახებ დეტალები არ ხმაურდება.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ბოქსიორი როი ჯონსი რუსეთის მოქალაქე გახდა
შემდეგი სტატიაეგვიპტის მთავრობა გადადგა