შეხვედრიდან 9 წუთით გასული პოროშენკო გენშტაბს ელაპარაკა

მინსკის დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს–პოროშენკო

მინსკის დღევანდელ შეხვედრაზე პოროშენკოს მიერ პუტინთან გაცხარებული საუბრის მერე ზუსტად 9 წუთით მოლაპარაკებების ოტახის დატოვებამ, მედიაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია… ამ მომენტამდე ადგილზე მყოფმა ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ გასცა ამ კითხვას პასუხი… ამ კითხვას პასუხი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე გასცა რადას დეპუტატმა პოროშენკოს ბლოკიდან ირინა ფრიზმა. მისი განცხადებით, პოროშენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბს ესაუბრა. თუ რაზე იყო საუბრები, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია. შესაძლებელია, რომ პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აძლევდა განკარგულებას, რისი მოლოდინიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ძალიან დიდია.

 

timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიალენ დელონი ილია მეორეს შეხვდა
შემდეგი სტატიალავროვი მოლაპარაკებების მიმდინარეობით კმაყოფილია