“შეხვედრა ნაყოფიერი იყო,” – ალექსანდრე ლუკაშენკო

მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო.

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, გმირულია ის ძალისხმევა, რაც ევროპელმა ლიდერებმა ამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს გამოიჩინეს და, რაც მთავარია, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამავე საკითხზე ევროპელი ლიდერების შეხვედრის საჭიროება აღარ დადგება.

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბელარუსმა შეასრულა თავისი ფუნქცია, თავისი როლი. მთავარმა მოქმედმა პირებმა უკვე გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი. ყოჩაღ მათ, გაუძლეს ამ მარათონს. ნუ გააკეთებთ გადაჭარბებულ შეფასებებს მოლაპარაკებების ~ ხანგრძლივობის გამო, ომის და მშვიდობის საკითხები თვეების და წლების განმავლობაში იჭიმება და აქ სულ რაღაც 15 საათში გახდა შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა. მართლაც ყოჩაღ მათ. მაგრამ მთავარი ისევ წინაა. მთავარია, რომ საქმით ამ ყველაფრის განხორციელება. როგორ განხორციელდება ეს შეთანხმება, ამას ვნახავთ,” – განაცხადა ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი მხოლოდ რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და სხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის მოლაპარაკება დასრულდა – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე – “თავისუფალი დემოკრატები” ძალიან ბევრ რამეზე უსაფუძვლოდ საუბრობენ