შეხვდებიან თუ არა მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტს?

შეხვდებიან თუ არა მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტს, ეს დღეს გაირკვევა. აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი გუნდის წევრებს კონსულტაციებისთვის დღესაც ელოდებიან. ისინი გუშინაც იყვნენ მიწვეული, თუმცა არ მისულან.

შეხვედრები პრეზიდენტთან დღის ბოლომდე გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს.

banner
წინა სტატიაშილაშა ტუღუში: მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას
შემდეგი სტატიაSocar Georgia: აზერბაიჯანს შეუძლია სრულად უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდება