შეძახილების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი დევნილებს შეხვდა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

დევნილები და სოციალურად დაუცველები დღეს ბათუმში მყოფ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ცდილობდნენ. ისინი ახალ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გაეხსნა.

შეძახილებისა და ხმაურიანი მოთხოვნის მიუხედავად პრემიერი სასტუმროში შესვლამდე დევნილებს არ შეხვდა. ადგილზე შეკრებილები კი მთავრობის მეთაურთან დაცვამ არ მიუშვა.

მხოლოდ სასტუმროს გახსნის შემდეგ გარეთ გამოსული ღარიბაშვილი კვლავ შეძახილების შემდეგ დევნილებთან მივიდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მან შეკრებილებს დევნილთა სამინისტროსთან ერთად საკითხის გადაჭრის პირობა მისცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების გამო, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მე არ ვიცი სააკაშვილის მოქალაქეობა, მაგას კანონი გაარკვევს