შეცვლის თუ არა ალასანიას თანაგუნდელ ონოფრიშვილს ნანა ყეინიშვილი

მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, მმართველმა გუნდმა მათი შემცვლელების ძიება დაიწყო.

ერთ-ერთ კანდიდატურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დავით ონოფრიშვილის ნაცვლად ნანა ყეინიშვილი განიხილება.

მმართველი კოალიციის წარმომადგენელი ნანა ყეინიშვილი კონსულტაციების პროცესს არც ადასტურებს და არც უარყოფს და აცხადებს, რომ ის ემორჩილება მისი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას.

ამავე თანამდებობაზე განიხილება მმართველი კოალიციის კიდევ ერთი წევრი ნოდარ ებანოიძე.

“მე ჯერ ჩემ თავს უნდა ვკითხო რამდენად მზად ვარ ამ თანამდებობის დასაკავებლად,”- ეს განცხადება ნოდარ ებანოიძემ გააკეთა. ის ამ დრომდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. ებანოიძე აცხადებს, რომ მას ურჩევნია მუშაობა ამ პოსტზე გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშიკარზე მომდგარ მტერს ახალი იარაღი უნდა ვაჩვენოთ – აცხადებს როგოზინი
შემდეგი სტატიარატომ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ზაქარია ქუცნაშვილმა?