,,შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს”

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განმხილველი მოსამართლე მოსყიდული იყო, მისი დედის საკითხის გახმაურების შემდეგ, ეს გამორიცხა. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა, პიტერ სებასტიან ლაუმ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს, სარჩელის განხილვის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც აღნიშნული მოსამართლის მიმართ ხორციელდება, გადამეტებულია.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის გადამეტებული, რაც მოსამართლესთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს. ორი კვირის წინ “რუსთავი 2″ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და იყო გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან. დღეს ამბობს,, რომ პროკურატურამ დედამისის მიმართ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ მოსამართლე არანაირ გარიგებაში არ არის ივანიშვილთან. გარდა ამისა, მოსამართლე, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან ორგანიზებულია და კარგად უძღვება პროცესებს. თუ ვინმეს ეჭვი გააჩნდა, რომ მოსყიდული იყო, ამ ფაქტის მერე, რაც დედამისის თაობაზე მოხდა, რაც არ ვიცი, მართალია თუ არა, მტკიცდება, რომ მათ შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა”, – განაცხადა პიტერ სებასტიან ლაუმ.
ასევე ადვოკატმა აღნიშნა, რომ არასწორია განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს მოსამართლემ მოპასუხე მხარის 10-დან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
“ეს არის არასწორი, სულ მცირე სამი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თუკი დანარჩენები არ დაკმაყოფილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთესი პოზიციები გვქონდა”, – განაცხადა ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა.
ამასთან, მისი თქმით, მთავარი სხდომა სავარაუდოდ დღეს არ დასრულდება, იქედან გამომდინარე, რომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი.
ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესის მალე დამთავრება “რუსთავი 2”-ის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, ყადაღიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია,,პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი ეს საქმე”