,,შეუძლებელია სამოტივაციო ნაწილის 2 საათში გაცნობა, როდესაც ამაზე 9 მოსამართლე 4 თვე მუშაობდა”

პროკურორებმა განაცხადეს, რომ 2-საათიან დროში საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა შეუძლებელი იყო.
ჯარჯი წიკლაურის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარესთან მიმართებაში დაარღვია შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი და მას განუსაზღვრა არაგონივრული დრო. “შეუძლებელია სამოტივაციო ნაწლის 2 საათში გაცნობა, მაშინ, როდესაც ამაზე 9 მოსამართლე 4 თვე მუშაობდა”, – განაცხადა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე პროცესი 2 საათიანი შესვენების შემდეგ განახლდა. სარეზოლუციო ნაწილის გაცნობისთვის დროის განსაზღვრის შუამდგომლობა 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა, რის შემდეგაც პროცესზე ორი საათი შესვენება იყო გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქმა ჯო ბაიდენი ადამიანის უფლებათა დაცვის გამო ორდენით დააჯილდოვა…
შემდეგი სტატიასასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა