„შეტევის მიზანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენებაა,“ – ვანო მაჭავარიანი

“ეს შეტევა არის ეროვნულ ბანკთან და პრეზიდენტთან მიმართებაში ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული,“ – ასე ეხმაურება პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს და ცალკე ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს ზედამხედველობის სამსახური.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მთავრობა ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გაათავისუფლოს.

„ეს შეტევა არის ეროვნულ ბანკთან და პრეზიდენტთან მიმართებაში ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის მცდელობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადააყენონ თანამდებობიდან. ეს იქნება დამანგრეველი ეროვნული საბანკო სისტემისთვის. უნდა დამშვიდდეს ვითარება ქვეყანაში და უნდა მიეხედოს იმ ეკონომიკურ სეგმენტებს რომელიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებებს უზრუნველყოფს,“ – აცხადებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაში2011 წლის 26 მაისის მონაწილეები დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიაშს მინისტრი ოკუპანტების მიერ სოფელ ქურქუსანიდან მამაკაცის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა