შეტაკებები არაბ მიგრანტებს შორის… ევროპის შსს-ს მინისტრები საგანგებოდ იკრიბებიან… (VIDEO)

დღეს 14 სექტემბერს, ევროკავშირის ქვეყანათა შსს-ს მინისტრები დაუგეგმავ საგანგებო შეხვედრას გამართავენ არალეგალი ლტოლვილების პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისათვის კოორდინირებული ქმედებების დაგეგმვას შეეხება…

არალეგალი ლტოლვილების უკონტროლო და მასობრივი შემოსევა დიდი პრობლემა გახდა ევროკავშირის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც  უნგრეთი, ავსტრია და გერმანია გახლავთ… გერმანიამ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაბი ლტოლვილების მიგრაციის საბოლოო პუნქტს წარმოადგენს, უკვე განაახლა ევროკავშირის შექმნის შემდგომ გაუქმებული საპასპორტო კონტროლი მეზობელი ქვეყნების სახმელეთო საზღვრებთან… ამასთანავე, გერმანიის კრინიგზამ შეწყვიტა ავსტრიიდან მათ ქვეყანაში მიმავალი მატარებლების მიღება. რაც შეეხება უნგრეთს, მან უკვე დაიწყო სერბიასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა და ხვალიდან, 15 სეტემბრიდან გადასულ ყველა არალეგალს კანონის ძალით დააპატიმრებს.

დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირის მანძილზე გაძლიერებული ლტოლვილთა ნაკადები, არამხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ დისკომფორტს უქმნიან ევროპულ ქვეყნებს, არამედ კრიმინალურ სიტუაციასაც ძაბავენ… დასავლური მედია ხშირად აღნიშნავს ლტოლვილთა გარკვეული მასების აგრესიული ქმედებების შესახებ, ხოლო ბოლო დღეებში, გერმანიის ტერიტორიაზე, თავად მიგრანტებს შორის ყოფით ნიადაგზე გამართულ რამდენიმე მასობრივ შეტაკებებებზეც ავრცელებენ ინფორმაციას… /იხილეთ ვიდეო/

www.timer.ge

/ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4015 ლარია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს