შერლოკ ჰოლმსზე ახალი მოთხრობა ნაპოვნია 

დიდი ბრიტანეთში არტურ კონან დოილის დაკარგულად მიჩნეული შერლოკ ჰოლმსის ერთ-ერთი ისტორია მისი დაწერიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ნაპოვნია.
80 წლის ისტორიკოსმა უოლტერ ელიოტმა მოთხრობა საკუთარი სახლის სხვენზე იპოვა. თუკი მოთხრობის ავთენტურობა დადასტურდება, ეს კონან დოილის მანამდე უცნობი მოთხრობა იქნება, რომელიც ბოლო 80 წლის მანძიზლე პირველად გამოქვეყნდება.
„აზრზე არ ვარ ასეთი ამ წიგნის რამდენი ეგზემპლიარი დაიბეჭდა და გაიყიდა, მაგრამ ეს წიგნი მე უკვე მაქვს დაახლოებით 40-50 წელია“ – უთხრა ელიოტმა Daily Mail-ს.
მოთხრობა 1300 სიტყვისგან შედგება და ქვია “Sherlock Homes: Discovering the Border Burghs and, by deduction, the Brig Bazaar”, ის დაბეჭდილია 48 გვარდზე და 1904 წელს გამოიცა.
მოთხრობა შესული იყო კრებულში, რომელიც შოტლანდიის ქალაქ სელკირკის მკვიდრებმა სპაციალურად დაბეჭდეს 1902 წელს წყალდიდობის შედეგად განადგურებული ხიდის აღსადგენად თანხების შეგროვებისას.

კონან დოილი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ამ ადგილებს, დათანხმდა სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მოთხრობის დაწერაზე. მასში დედუქციის მეთოდით ჰოლმსი ითვლის, რომ ვოტსონი სელკირკში აპირებს წასვლას.
ელიოტის სიტყვებით, მას არ ახსოვს როგორ შეიძინა წიგნი და ფიქრობს, რომ შესაძლებელია ის რომელიმე მეგობარმა აჩუქა.
გამოცემა სელკირკში ადგილობრივ მუზეუმში გამოიფინება.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ვალდებული ვართ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სამშობლოს მოემსახურება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე პასუხისგებაში მისცა