შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული სამკაული ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, “სადახლო-საავტომობილოს” საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 4183,27 ლარის ღირებულების, ძვირფასი ლითონებით დამზადებული არადეკლარირებული ნაწარმი აღმოაჩინეს.
როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღმოჩენილია: ოქროს ბეჭდები და საყურეები საერთო წონით 47.81გრ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ტვირთის მფლობელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4183,27 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული ნივთიერების შემცველი 239 აბი კოდეინი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ ზღვაში რომ არ დავიხრჩოთ