“შემოდგომაზე ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს” – მიხეილ მაჭავარიანი

"შემოდგომაზე ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს" - მიხეილ მაჭავარიანი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მიხეილ მაჭავარიანი, ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე ლარის კურსის ცვალებადობასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ უფრო გაიზრდება–განცხადბა ამის შესახებ დეპუტატმა “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ ლარის კურსი 2,3-ს გადასცდება, ენერგოგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის კვლავ გაზრდას მოითხოვენ.

მიხეილ მაჭავარიანი სუბსიდირების საკითხსაც იწუნებს და ამბობს, რომ ეს დააფრთხობს როგორც ინვესტორს, ასევე უკმაყოფილოს დატოვებს მოსახლეობასაც.

“ეს არის ობიექტური ვითარება იმ ტყუილებისა და უბედურების, რაც ენერგეტიკის სფეროში დაატრიალა… ენერგეტიკაში ისეთი ტყუილი ითქვა, რომ აქ კორუფციული ტარიფი იყო. ამ ადამიანებმა ენერგოკომპანიების ხარჯზე შეამცირეს ტარიფი და ახლა მოუწევს კვლავ მოსახლეობამ იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე იყო. დენი არ არსებობდა საერთოდ, მახსოვს ეს პერიოდი. 2004-2005 წლები ჩვენ ყველამ ერთად ვაჟკაცურად გავიარეთ მაღალი ტარიფით და დენით. ამ მთავრობამ კი ენერგეტიკა არამომგებიანი და არასაინტერესო გახადა ინვესტორებისთვის. ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარება სცადეს. ეს ყველაფერი ამ მთავრობის პოლიტიკამ გამოიწვია. პასუხი მიიღო ვინმემ ან კალაძისგან ან ივანიშვილისგან? ამ არაკორექტულობით და ტყუილებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი მთავრობის ტყუილების და უნიათობის შედეგი. მე შეიძლება, ვეთანხმები, რომ მოსახლეობას დიდი გადასახადების გადახდა მოუწევს, მაგრამ მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები უნდა შექმნილიყო და არა ტარიფების ზრდა. მე არ მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა. ტარიფი არის გათვლილი, რომ დოლარი 2.3 უნდა იყოს. თუ ეს გაიზრდება, მაშინვე გაიზრდება ტარიფი ელექტროენერგიაზე. ამ სამ წელიწადში ყველა დიდი ჰესის მშენებლობა გავაჩერეთ. სოციალური დახმარებები გაიცემა ქულების მიხედვით. 70 000 ქულა ვისაც აქვს, ეხება სუბსიდირება, 71 ათასიანებს – არა. სუბსიდირება ჩვენი გადახდილი თანხებით უნდა გააკეთონ. ამის გაკეთებას პენსია გაზარდონ,” – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე–თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს
შემდეგი სტატია“კალაძეს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლია თუ მერე გაუწყდა?”