შემდეგი ღარიბაშვილი?

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

“საკადრო ცვლილებების მთავრობის გადახალისების მიმართულებით გაგრძელდება და შესაძლოა ეს ცვლილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშილსაც შეეხოს”–აცხადებს გია ხუხაშვილი “პირველ რადიოსთან”ინტერვიუში. მისივე თქმით დღეს მიმდინარე ეტაპობრივი ცვლილებები არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი.

„მე ვფიქრობ , რომ მთავრობაში კიდევ არის დაგეგმილი ცვლილებები, ის რაც ჩვენ ვნახეთ პირველი ეტაპია, სისტემური ცვლილებების მთავრობის გადახალისების მიმართულებით, ეს პროცესი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში დასრულდება სრული მთავრობის რეორგანიზაციით. სრულ რეორგანიზაციაში შეიძლება ვიგულისხმოთ ყველაფერი მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცვლილებაც. ეტაპობრივი ცვლილებები არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ტაქტიკა. იმიტომ, რომ ერთჯერადად ესეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება არ იქნებოდა სასურველი, თან ოპოზიცია შეეცდებოდა, რომ ეს თავის დამსახურებად გაესაღებინა, როგორც ახასიათებს და გარდა ამისა თვითონ სახელმწიფოებრივადაც არ არის სწორი, ძალიან სწრაფად რადიკალური ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ვაკუუმი, რამაც სხვა რისკებიც გააჩინოს, ამიტომ ეტაპობრივი ცვლილებები არის სწორი ტაქტიკა. სხვა საკითხია ის რასაც მივიღებთ საბოლოო ჯამში რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ტაქტიკის თვალსაზრისით ეს სწორია,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიშუახევში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური სცემეს