,,შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერი იყოს ღარიბაშვილი და ასეთი მინისტრები გვყავდეს”?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის ტელეკომპანია რუსთავი 2–თან დაკავშირებით დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოფაძემ თქვა ის, რაზეც “ქართული ოცნება” ოცნებობს.

„მათ სურთ ჩაახშონ „რუსთავი 2“ იმიტომ რომ არ სურთ პრობლემების მოსმენა და განსხვავებული აზრი, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერი იყოს ღარიბაშვილი? ის რასაც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, შეიძლება ეს მინისტრები გვყავდეს, ან ენერგეტიკის მინისტრი ჩუმად მიდიოდეს „გაზპრომთან“ შესახვედრად? შეიძლება რომ პრემიერი გამოდიოდეს და პირდაპირ მოუწოდებდეს კონფლიქტისა და დაპირისპირებისკენ? შეიძლება, რომ ივანიშვილი დღესაც ჭკუას გვარიგებდეს და საზოგადოებას ცინიკური ტონით ელაპარაკებოდეს? არაფორმალური მმართველობა, რომელიც დღეს საქართველოშია, ეს ნონსენსია, ეს არსად არ ხდება. ამიტომაც გვაქვს ჩვენ გასაჭირი, პრემიერი არაფერს წარმოადგენს. თოფაძემ გულწრფელად თქვა თქვენზეც და სტალინთან დაკავშირებითაც. დღეს თოფაძემ თქვა ის, რაზეც ოცნებობს „ქართული ოცნება“. „რუსთავი 2“-ის დახურვა ეს იქნება დასაწყისი ყველა თავისუფალი მედიასაშუალების გაქრობის“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ხალვაშის პერიოდი იყო თუ ჭკუასელის, წინა ხელისუფლებამ 25 მილიონი გაპატიათ”
შემდეგი სტატია,,მოსამართლე ურთმელიძის განცხადება არ უნდა იყოს აპრიორი გადაწყვეტილება”