„შეიქმნება თემატური ჯგუფები, რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან“

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში კომისია კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კომისია ამ ფორმატში ვერ მიიღებს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები. ეს ჯგუფები ექსპერტულ დონეზე შეისწავლიან ყველა პრობლემას, რაც მდინარე ვერეს ხეობას უკავშირდება. ამის შემდეგ, იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შრის. შესაბამისად, ემ საკითხი გადაწყდება. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს ახალი გზის აღდგენას, ამ საკითხსაც სპეციალისტები გადაწყვეტენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მესიჯები პეტერბურგიდან
შემდეგი სტატია„აუცილებელია საქართველოში საფრთხის ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგოს “