შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო. დღეს, კურსი სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. მონაწილეებს ტრენინგის დაწყება ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ და საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა მიულოცეს. პირად შემადგენლობას სიტყვით აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა მიმართა. მან აღნიშნული სწავლებისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველოს IV“ -ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში მოამზადებენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.
კურსი 8 მაისს დასრულდება. ბოლო კვირას EUCOM-ის ინსტრუქტორთა ჯგუფს ამერიკელი კაპიტანი შეუერთდება, რომელიც სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას და EOD ასეულს დაგეგმვა-განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევს.
„საქართველო IV“-ის ტრენინგის ფარგლებში, EOD ასეულის წევრებს ტრენინგები აზერბაიჯანის ჰუმანიტარული განაღმვის სააგენტოსა და შვედეთის სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლებმა უკვე ჩაუტარეს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში მთავრობა ნდობის გარეშე დარჩება
შემდეგი სტატიამოლდოვამ რუსი ჟურნალისტები არ შეუშვა ქვეყანაში – რუსეთი სანქციებით იმუქრება