შეიარაღებული თავდასხმების შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი

შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, შვიდი ადამიანი მოკლ

შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, შვიდი ადამიანი მოკლამერიკის მისურის შტატის შენონის ოლქში მამაკაცმა სერიული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, შვიდი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს.
შტატის საგზაო პატრულის წარმომადგენლის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 36 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოკლული ადამიანების ცხედრები ოთხ სახლში აღმოაჩინეს. ერთი ადამიანი კი დაჭრილია. პოლიცია მოკლულთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს
შემდეგი სტატიასაქართველოში სომხეთიდან იმპორტირებულ, თურქული წარმოების ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს